მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთში აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს

სომხეთში აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს

სომხეთში აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქის მთავარი ქუჩები გადაკეტეს. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ერევანში აქციის მონაწილეებისა და პოლიციის დაპირისპირების შემდეგ ოფიციალური ინფორმაციით, 196 პირი დააკავეს.

„ქალაქის ცენტრში ბევრი ქუჩა გადავკეტეთ. პოლიციამ ძალა კანონიერი დასაბუთების გარეშე გამოიყენა. ოფიცრებს არ ჰქონდათ სამკერდე ნიშნები მათი სახელებით, რაც დარღვევაა. ჩვენ ვცდილობდით სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გაგვეგრძელებინა უნივერსიტეტებთან და ქალაქის ცენტრის სხვა ნაწილებში, მაგრამ პოლიცია ძალის გამოყენებით ბევრ მოქალაქეს აკავებდა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დემონსტრაციას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი უძღვება. სომხეთში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე კვირაა გრძელდება. პროტესტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend