მთავარიაზიაღაზაისრაელელმა სამხედროებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დაასრულეს ორდღიანი სამხედრო ოპერაცია

ისრაელელმა სამხედროებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დაასრულეს ორდღიანი სამხედრო ოპერაცია

ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაასრულეს ორდღიანი ოპერაცია ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.

პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 12 პალესტინელის დაღუპვისა და 25 ადამიანის დაშავების შესახებ.

ჯენინი და მის ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკი უკვე  დიდი ხანია ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის ბასტიონია. ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ  აქ უფრო გახშირებულია ისრაელელთა რეიდები.

ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს  კადრებს, როგორ შედიან ისრაელელი სამხედროები დეირ აბუ მაშალში მდებარე ერთ-ერთ საცხობში და თავს ესხმიან იქ მყოფ პალესტინელებს. მანამდე რამდენიმე ახალგაზრდამ მათ სამხედრო ავტომობილებს ქვები დაუშინა. ერთ-ერთმა მათგანმა   სწორედ ამ საცხობს შეაფარა თავი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 23 მაისს ჩრდილოეთ სარდლობის შტაბში შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ უკვე შემუშავებული აქვთ დეტალური, ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გეგმები, რომელთა გამხელასაც არ აპირებს.

თელ-ავივი, 20 მაისი 2024 წელი – Copyright AP

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების აქამდე უცნობი კადრები გავრცელდა, თელავივსა და იერუსალიმში ასობით მომიტინგე შეიკრიბა და მთავრობისგან მათი დაუყოვნებლივ  გათავისუფლება მოითხოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend