მთავარიევროპასლოვაკეთი“შავი დღე” სლოვაკეთის მედიისთვის

“შავი დღე” სლოვაკეთის მედიისთვის

სლოვაკეთში ჟურნალისტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის შესახებ და ამბობენ, რომ პოპულისტი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო და მისი მოკავშირეები ძირს უთხრიან მედიის თავისუფლებას.

სწორედ პროტესტის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები შავი ტანსაცმლით მივიდნენ ხუთშაბათს, 25 აპრილს, სამსახურში.

ერთი დღით ადრე, 24 აპრილს, სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა საკამათო კანონპროექტი, რომელიც შეცვლის ხელისუფლების მიერ შერჩეულ საბჭოს საშუალებას აძლევს, დანიშნოს მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი.

ფიკო, რომელსაც აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორები, ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიკერძოებულია და სწორედ ამიტომ გახდა რეფორმა საჭირო.

დამოუკიდებელ ორგანიზაციებში კი აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძირს უთხრის თავისუფალი მედიის მუშაობას ქვეყანაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend