მთავარიევროპაესპანეთიესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მეუღლის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები უსაფუძვლოა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მეუღლის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები უსაფუძვლოა

მას შემდეგ, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ბეგონა გომესის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე გაიხსნა, ესპანეთში პედრო სანჩესის შესაძლო გადადგომაზე საუბრობენ.

პედრო სანჩესი გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს გამოაცხადებს.

ესპანური პრესა მხოლოდ იმაზე საუბრობს, თუ როგორი იქნება პედრო სანჩესის საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე მედია გადადგომის შესაძლო მიზეზებს განიხილავს.

პრემიერ-მინისტრი მისი მეუღლის შესახებ, განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და დევნის კამპანიის ორკესტრირებაში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ და მედია საშუალებებს ადანაშაულებს. თუმცა ბრალდებებთან დაკავშირებით ოპოზიცია მისგან განმარტებებს ითხოვს.

„სანჩესი დაუყოვნებლივ უნდა გამოჩნდეს და მისი პარტიის, მისი მთავრობისა და მისი მეუღლის ირგვლივ არსებული სკანდალების შესახებ დასაბუთებული ახსნა-განმარტება გააკეთოს,” – განაცხადა სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა კუკა გამარამ.

მოსახლეობაში კი მოსაზრებები ორად იყოფა.

„ეს მორიგი ფარსია, რომელიც ხუთი დღე გაგვართობს. შემდეგ კი ყველაფერი ისევ ძველებურად გავაგრძელოთ”, – ამბობს ესპანეთის მოქალაქე.

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო რომ მას თანამდებობის დატოვება უბრალო მიზეზის გამო მოუწევს. მას უბრალოდ დევნიან”, – ამბობს პედრო სანჩესის ამომრჩეველი.

პირადი სკანდალის გარდა, პედრო სანჩესმა ახალი საკითხიც წამოაყენა. ამნისტიისა და კორუფციის შესახებ არსებული დებატების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ესპანელ პოლიტიკურ პარტიებს პოლარიზაციისა და დაძაბულობის მოხსნისკენ მოუწოდებს, რაც ევროპარლამენტის არჩევნებისთვისაა მნიშვნელოვანი.

თუმცა სანამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება და მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს, მანამდე პერდო სანჩესმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend