მთავარიმსოფლიოავსტრალიასიდნეიში ეკლესიაში 15 წლის ახალგაზრდამ რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა

სიდნეიში ეკლესიაში 15 წლის ახალგაზრდამ რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ერთ-ერთ ეკლესიაში, 15 წლის ახალგაზრდამ ქადაგების დროს ეპისკოპოსი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიის წინამძღვარსა და მორწმუნეებსაც დაესხა თავს.  პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა აღმოუჩინეს.

ამ შემთხვევის გამო ასობით ადამიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წინ შეიკრიბა. ისინი პოლიციელებს მოზარდის გარეთ გაყვანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება  შავებში ჩაცმული მამაკაცი ეპისკოპოსს საკურთხეველთან და რამდენჯერმე ურტყამს მას თავსა და სხეულზე,  მრევლი კი მის შეჩერებას ცდილობს. ამ დროისთვის დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეს სიდნეიში მოქალაქეების ცივი იარაღით  დაჭრის მეორე შემთხვევაა. როგორც ცნობილია, შაბათს სიდნეის ბონდის რაიონში   სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ექვსი ადამიანი შეეწირა. მათ შორის იყო  საქართველოს მოქალაქეც.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend