ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ფინეთის ახალი პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ერთმანეთს შეხვდნენ.
Thank you for the meeting @jensstoltenberg. Finland will be a reliable ally in NATO. We will do our part. pic.twitter.com/y5TEle6YsI
— Alexander Stubb (@alexstubb) April 10, 2024
სტუბი პირველად ეწვია ნატოს შტაბ-ბინას ბრიუსელში, როგორც ფინეთის პრეზიდენტი. სტუბმა ბრიუსელში გააფრთხილა რუსეთი და თქვა, რომ სრულად აცნობიერებს ქვეყნის პასუხისმგებლობას კონფლიქტის დროს. მან ასევე ისაუბრა ფინეთის შეიარაღებაზე.
“ახლა ნატოს საზღვარი რუსეთთან ორჯერ უფრო დიდია და ფინეთი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ნატოს წინაშე. ჩვენ გვყავს 900 000 გაწვრთნილი მამაკაცი და ქალი, მათ გავლილი აქვთ სამხედრო მომზადება, დამატებით გვყავს 280 000 ადამიანი, რომელთა მობილიზებაც შესაძლებელია ომის დროს. გარდა ამისა, ალიანსში ფინეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აქვს შორი მოქმედების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სარაკეტო შეიარაღება. ასევე, ჩვენ, პოლონეთთან ერთად ევროპაში მეორე უდიდესი არტილერია გვაქვს. ასე რომ, ჩემი გზავნილი ყველა ჩვენი მოკავშირის მიმართ არის ის, რომ შეგიძლიათ გვენდოთ“, – ამბობს ალექსანდრე სტუბი.