მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთი ეწინააღმდეგება NATO-ს ნებისმიერ წინადადებას, რომელიც გამოიწვევს ომის ესკალაციას

უნგრეთი ეწინააღმდეგება NATO-ს ნებისმიერ წინადადებას, რომელიც გამოიწვევს ომის ესკალაციას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ბრიუსელში, ალიანსის შექმნის 75 წლის იუბილეს აღნიშვნის დროს კომენტარი გააკეთა. 

სიიარტოს თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში.

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პირდაპირი კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ამის საწინააღმდეგო განწყობა. არსებობს საწინააღმდეგო გეგმები და წინადადებები. ზოგიერთი წინადადება სცდება ხაზს, რომელსაც აქამდე წითელ ხაზად მიიჩნეოდა. ამ ორი დღის განმავლობაში, მოლაპარაკებების ფარგლებში, უნგრეთი გამოვა ნებისმიერი წინადადების წინააღმდეგ, რომელიც გამოიწვევს ომის ესკალაციას უკრაინაში, შექმნის მსოფლიო ომის საფრთხეს ან გაჩნდება ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნატოში ამჟამად განიხილება უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი არ გულისხმობს იმას, რომ ნატო პირდაპირ გადასცემს იარაღს უკრაინას, ეს იქნება ალიანსის მონაწილეობის ახალი ფაზა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი კოლეგები ივლისში, ვაშინგტონში, ნატოს მომავალ სამიტზე სავარაუდოდ დაამტკიცებენ ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაუწევს კოორდინირებას უკრაინის საერთაშორისო სამხედრო დახმარებას, ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend