მთავარიაზიასირიასირიაში ირანის საელჩოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ორი ირანელი გენერალი და ხუთი ოფიცერი...

სირიაში ირანის საელჩოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ორი ირანელი გენერალი და ხუთი ოფიცერი დაიღუპა

სირიისა და ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაიერიშს, რომელმაც სირიაში ირანის საკონსულო მიწასთან გაასწორა, ორი ირანელი გენერალი და ხუთი ოფიცერი ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ჰოსეინ აქბარი, ირანის ელჩი სირიაში და  განაცხადა, რომ დაჭრილია პოლიციის ორი ოფიცერიც, რომლებიც შენობის პერიმეტრს იცავდნენ.

მისი თქმით, სიონისტურმა რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ასეთ დანაშაულსა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

ამავდროულად, თეირანში ისრაელის ყოფილ საელჩოსთან 200-ამდე მოქალაქე შეიკრიბა და მთავრობას ისრაელის მიერ ირანელი სამხედროების მკვლელობის გამო შურისძიებისკენ მოუწოდა.

Copyright AP

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი კი აცხადებს, რომ ეილათის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა ირანის დაგეგმილი იყო, რადგან მათ  ირანული წარმოების დრონით მიიტანეს იერიში.

იგი ამ ინციდენტს სერიოზულად აფასებს და ამბობს, რომ  ისრაელის არმია ითვალისწინებს ამ შემთხვევას და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საჰაერო თავდაცვა ეილათის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰაგარის დამასკოში მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend