მთავარიმსოფლიო“ჰავანის სინდრომი” თბილისშიც გამოვლინდა

“ჰავანის სინდრომი” თბილისშიც გამოვლინდა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად დგინდება, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს აკუსტიკური იარაღით ესხმოდნენ თავს, რაც “ჰავანის სინდრომს” იწვევდა.

რა არის “ჰავანის სინდრომი”? ეს სახელი უწოდეს უცნაურ და დაუდგენელ დაავადებას, რომელიც პირველად კუბის დედაქალაქ ჰავანაში გამოვლინდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ელჩები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გაურკვეველი მიზეზით ავად ხდებოდნენ 2016-2017 წლებში.

The Insider-ის, ტელეკომპანია CBS-ისა და გერმანული Der Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სწორედ იმ დროს, როდესაც აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ცუდად ხდებოდნენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები იმყოფებოდნენ იმავე ქალაქში, რომელშიც ამერიკელები.

“ჰავანის სინდრომი” თბილისშიც გამოვლინდა. 2021 წელს თბილისში რუსი აგენტები, მამა-შვილი ავერიანები იმყოფებოდნენ. მათი ვიზიტის შემდეგ ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო.

აღსანიშნავია, რომ “ჰავანის სინდრომის” მქონე ყველა ადამიანი თავის ტკივილსა და ძლიერი ხმოვანი ტალღის მსგავს შეგრძნებას ასახელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend