მთავარიმსოფლიოევროპაევროპელი ამომრჩეველი და “იარაღისა და კარაქის დილემა”

ევროპელი ამომრჩეველი და “იარაღისა და კარაქის დილემა”

ევროპელი ამომრჩეველი იარაღისა და კარაქის დილემის წინაშე აღმოჩნდა. ომი ევროპის კარზეა მომდგარი. ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ მეტი რესურსის ინვესტირებას ევროკავშირის ინტეგრირებული თავდაცვის შესაძლებლობების მშენებლობაში.

თუმცა ერთიანი ევროპული სამხედრო სტრუქტურის აშენების იდეას ევროკავშირის მოქალაქეები საკმაოდ ცივად შეხვდნენ. IPSOS/EURONEWS-ის ექსკლუზიური გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის თავდაცვა ევროპელი ამომრჩევლების პრიორიტეტებში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა ივნისში ჩასატარებელი ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მოქალაქეებისთვის უფრო პრიორიტეტულია მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრა, ხოლო ევროკავშირის გეოპოლიტიკური როლის გაძლიერება პრიორიტეტების სიაში მე-8 ადგილს იკავებს.

სამხედრო ინდუსტრია უკრაინაში ომის დაწყებიდან ზრდის მრეწველობას.

თუმცა ამომრჩეველთა მხოლოდ 47% ითხოვს, რომ ევროკავშირის მომავალმა კანონმდებლებმა უპირველეს ყოვლისა ევროპის თავდაცვის სტრუქტურა ჩამოაყალიბონ.

36%-ისთვის ეს არ არის პრიორიტეტი, ხოლო 17% წინააღმდეგია. სიის სათავეში არიან პორტუგალიელები 59%-ით. გერმანია, პოლონეთი და ესპანეთი არიან ერთადერთი დიდი ქვეყნები, სადაც საზოგადოების მხარდაჭერა აღემატება 50%-ს.

ევროკავშირის თავდაცვის პრიორიტეტულობა 50%-ს ქვემოთაა ფრანგებისა და იტალიელებისთვის, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 45%-ს შეადგენს, იტალიაში კი – 36%-ს. უნგრელებს ყველაზე ნაკლებად სურთ ევროკავშირის ინტეგრირებული თავდაცვის სტრუქტურა. იქ ინიციატივას მხოლოდ 20% უჭერს მხარს, ხოლო 25% წინააღმდეგია.

„საერთო თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს ინტეგრირებული სამხედრო ინდუსტრიის მშენებლობის დაფინანსებას. ევროკავშირში არსებობს 27 განსხვავებული სამხედრო დოქტრინა და ხშირად განსხვავებული აღქმა რისკებისა და საფრთხეების შესახებ… ამასთან, ეროვნული ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა უსაფრთხოების საკითხებს. ამავდროულად, კავშირის მასშტაბით სახელმწიფო და საყოფაცხოვრებო ფინანსები უფრო პრიორიტეტულია. ამ ფონზე ერთიანი სამხედრო სტრუქტურის პროექტი, როგორც ჩანს, ძალიან ბუნდოვანი, ძალიან შორეული და ძალიან ძვირია საშუალო ამომრჩევლისთვის“.

ევროპის ერთიან თავდაცვას განსაკუთრებით მხარს უჭერს დიდი პარტიების ამომრჩეველი, განსაკუთრებით კი “ევროპის სახალხო პარტიის” მხარდამჭერები.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის მხარდამჭერები კი ზომიერად ემხრობიან ევროპულ ინტეგრირებულ სამხედრო სტრუქტურას. მათ ოდნავ უსწრებს “მწვანეთა პარტია”, ხოლო მემარცხენე და ულტრამემარჯვენე პარტიები მეტწილად წინააღმდეგები არიან.

ევროკომისიის დაპირებას რომ ჩამოყალიბდება ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურა, თბილად შეხვდა ევროპარლამენტი. ამ ინიციატივამ ასევე მოიპოვა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების, ნაციონალისტებისა და ულტრაკონსერვატორების ჯგუფის მხარდაჭერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend