მთავარიაზიაღაზაღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება

ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი დილიდან იბომბება, ყველგან აფეთქებების ხმა ისმის.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ახალ რეზოლუციას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ისრაელი მაინც ბომბავს ღაზას, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია ჰუმანიტარული კრიზის წინაშე.

პალესტინელები საკვების მოლოდინში. ღაზა, 18 მარტი 2024 წელი – AP

შეერთებული შტატების მიერ მომზადებული რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს. უშიშროების საბჭოს 15 წევრი 21 აპრილს  დახურულ კარს მიღმა შეიკრიბა ღაზაში არსებული ვითარების განსახილველად.

აშშ-ის ელჩს ლინდა თომას-გრინფილდს იმედი აქვს, რომ   შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარს დაუჭერენ.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ომის შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობა  გაიზარდა 32,000 -ამდე, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

პალესტინელმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ ნაწილში მოულოდნელი თავდასხმისას 1200 ადამიანი დახოცეს, 250 კი გაიტაცეს.

,,ჰამასის“ ტყვეობაში ამჟამად  100 ადამიანია.

ისრაელის არმია უკვე მეექვსე თვეა, აგრძელებს საჰაერო და სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში. რეგიონში, რომელიც ისრაელის საპასუხო იერიშის შემდეგ  ალყაშემორტყმულია, მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.

ისრაელი არ ითვალისწინებს საერთაშორისო მოთხოვნებს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ და აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებს იქამდე გააგრძელებს, სანამ „ჰამასი“ სრულად არ განადგურდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend