მთავარიამერიკააშშ“უკრაინელი ერი ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მისცემს” - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

“უკრაინელი ერი ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მისცემს” – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის შესახებ საუბრობს. ამერიკელი მაღალჩინოსანი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკრაინელი ერი კრემლს გამარჯვების საშუალებას არ მისცემს.

“უკრაინელი ერი ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მისცემს და ჩვენ უკრაინელ ერს ამ საქმეში დავეხმარებით. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ. 50 სხვადასხვა სახელმწიფო უწევს უკრაინას დღესდღეობით სამხედრო დახმარებას და ჩვენ მიერ შექმნილი უსაფრთხოების არქიტექტურა დიდი გამოცდისა და გამოწვევის წინაშეა. უკრაინა საფრთხეშია, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა საფრთხეშია და ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა.

ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას, სადაც ევროპული სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის გაწეული და დაგეგმილი სამხედრო დახმარების შესახებ სხვადასხვა დეტალი განიხილეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend