როგორია დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ -ამ თემაზე საუბრობდნენ დღეს რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში.
SESSION 3. GEORGIA ON MY MIND @regisgente, @ThornikeGord, @NonaMikhelidze, and @gogolashvili2 discussing 🇬🇪’s political landscape, path to 🇪🇺 and prospects for Euro-Atlantic integration
Watch live 🔗 https://t.co/LloVxXNRad#RondeliSecurityConference #RSC2024 pic.twitter.com/ApmxmraMNs— Rondeli Security Conference (@RondeliSecConf) March 6, 2024
კონფერენციაზე ასევე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების საკითხი და თქვეს, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების ინტერესები ამ თემასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა.
ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კი განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი უნდა შეაჩერონ სწორედ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ნათლად გამოხატავენ ევროპისკენ სწრაფვასა და მზადყოფნას, რომ ევროინტეგრაციისთვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.