გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე თავდაცვის ხარჯებს ზრდის ჩინეთიც. ქვეყანა გეგმავს 2024 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდოს 7,2%-ით.
ჩინეთის ოფიციალური სამხედრო ბიუჯეტი მსოფლიოში მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება, თუმცა ზოგიერთი არაოფიციალური შეფასებით ვარაუდობენ, რომ პეკინის სამხედრო ხარჯების მასშტაბი შეიძლება იყოს იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. ჩინეთის ბიუჯეტის ზრდა ემთხვევა რეგიონში საკმაოდ რთულ ვითარებას.
ქვეყანას ისევ აქვს პრეტენზია თვითმმართველ ტაივანზე და პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ტაივანისა და ჩინეთის გაერთიანება გარდაუვალია. ქვეყანას სახიფათო მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს ფილიპინები, ავსტრალია და იაპონია. შეშფოთებას იწვევს ჩინეთის კავშირები რუსეთთანაც. ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2015 წლის შემდეგ გაორმაგდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნადაა შენელებული.