მთავარიEuropean Unionევროკავშირსა და ვიეტნამს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე გადაჰყავთ

ევროკავშირსა და ვიეტნამს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე გადაჰყავთ

ვიეტნამმა და ევროკავშირმა კავშირები ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის დონემდე აიყვანეს. დოკუმენტი ჰანოიში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ვიზიტისას გაფორმდა.

ორმხრივ ურთიერთობების უმაღლეს დიპლომატიურ დონემდე გადაყვანა, ვიეტნამისთვის ევროკავშირს  იმავე დონეზე აყენებს, როგორზეც ქვეყნისთვის აშშ, ჩინეთი და რუსეთია. ეს ყველაფერი კი გლობალურ ვაჭრობაში არაპროგნოზირებად პერიოდში ხდება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აგრესიულ სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. ბრიუსელში თვლიან, რომ ახლებური მიდგომები ხელს შეუწყობს სავაჭრო ქსელების დივერსიფიცირებასა და სანდო და პროგნოზირებად პარტნიორობას.

„ახლა, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არაერთ საფრთხეს განიცდის სხვადასხვა მხრიდან, გვჭირდება სანდო და პროგნოზირებად პარტნიორებთან გვერდით მხარდამხარ დგომა. ეს კი თავის მხრივ ეხება საერთო კეთილდღეობის გამომუშავებას, ასევე საერთაშორისო წესების სანდოობას“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტა.

ბრიუსელსა და ჰანოის შორის ვაჭრობამ 2025 წლის 11 თვის მონაცემებით 56 მილიარდი ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ევროკავშირი ვიეტნამის რიგით მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ვიეტნამი კი ევროკავშირის ყველაზე მსხვილი პარტნიორია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მხარეები თვლიან, რომ ახალი შეთანხმება ორმხრივი ვაჭრობის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის და როგორც ანტონიუ კოშტა ამბობს, საერთო კეთილდღეობას შექმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend