მთავარიევროპაუკრაინაკიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის გამო 610 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის გამო 610 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კიევის დედაქალაქის შენობებში გამყინვარებაა. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის გამო 610 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, თუმცა 700-ზე მეტი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კვლავ გათბობის გარეშეა, რადგან მათ ბუნებრივი აირით ვერ ათბობენ.

„ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. ტირილი გინდება. თერმომეტრი ოთხ, სამ გრადუსს აჩვენებს. დილით ორი იყო. ახლა ოთხია, როცა გარეთ მინუს ოცი იქნება, არ ვიცი, რა მოხდება. მინუს ათი? ეს კატასტროფაა. ბუნებრივია, ხალხი ვერ გადარჩება. ვერც ჩვენ გადავრჩებით. ამას ვერ გავუძლებთ. ხელები უკვე მეყინება“, – ამბობს კიევის მკვიდრი, ლუდმილა დაცენკო.

დესნიანსკის რაიონში ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა, მესამე არმიის კორპუსის ვეტერანებმა,  გასათბობი პუნქტი მოაწყვეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია ჩაის დალევა ან ცხელი წვნიანის მიღება.

„ეს პუნქტი გუშინ მესამე არმიის კორპუსის ვეტერანების ინიციატივით მოაწყვეს. იცით, კიევში ერთ დროს ისეთი სიტუაცია იყო, რომ კიევის მცხოვრებლები ეხმარებოდნენ სამხედროებს და შემოწირულება შეჰქონდათ. ახლა კი, ასეთ რთულ დროს, თავად სამხედროები ჩამოვიდნენ მათ მხარდასაჭერად“, – აცხადებს გასათბობი პუნქტის ორგანიზატორი, ევგენი.

ორგანიზატორის განცხადებით, ხალხი ამ  ადგილზე  პუნქტის გახსნამდე ერთი დღით ადრე მოვიდა. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ,  სამხედროებმა დრო და შესაძლებლობა რომ გამონახეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend