მთავარიმსოფლიო„ჰეზბოლას” ლიდერი აშშ-სა და ისრაელს ემუქრება

„ჰეზბოლას” ლიდერი აშშ-სა და ისრაელს ემუქრება

ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, შეიხ ნაიმ ქასემმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმისთვის ემზადება. თუმცა, მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე — ჩაერევა თუ არა დაჯგუფება კონფლიქტში უშუალოდ ირანზე დარტყმის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ისრაელ-ირანის ომის დროს, „ჰეზბოლამ“ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მისი გამოსვლა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს გადაეცემოდა. ქასემმა აღნიშნა, რომ დაჯგუფება ემზადება „შესაძლო აგრესიისთვის“ და მზად არის თავის დასაცავად, თუმცა კონკრეტულ მოქმედებებზე საუბრისას დასძინა: „დეტალებს უშუალოდ ბრძოლა და იმ მომენტისთვის არსებული ინტერესები განსაზღვრავს“.

„როდესაც დონალდ ტრამპი ან ნებისმიერი სხვა პირი, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით იმუქრება, ეს ნიშნავს, რომ ის ემუქრება მილიონებს — არა, ათობით მილიონსა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს, რადგან ის მათ ლიდერს უქმნის საფრთხეს. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც ჩვენ ვერ დავდუმდებით; ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომელიც მომდინარეობს რწმენიდან და მოვალეობის გრძნობიდან — წინ აღვუდგეთ ამ საფრთხეს. ჩვენ მზად ვართ, გავატაროთ ყველა ზომა და განვახორციელოთ საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ამ საფრთხის მოსაგერიებლად. მივიჩნევთ, რომ ეს მუქარა ჩვენ წინააღმდეგაც არის მიმართული და გვაქვს უფლება, გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომლებსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ ამ გამოწვევასთან დასაპირისპირებლად. ჩვენ თვითონ ავირჩევთ დროს, თუ როგორ ვიმოქმედებთ — ჩავერევით თუ არა კონფლიქტში — და ეს დამოკიდებული იქნება იმ მომენტში არსებულ დეტალებზე. თუმცა, ჩვენ ნეიტრალურები არ ვართ. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ ვიმოქმედებთ, ამ დეტალებს უშუალოდ ბრძოლა განსაზღვრავს და ჩვენ მათ იმ მომენტში არსებული ინტერესების შესაბამისად დავადგენთ“,- განაცხადა შეიხ ნაიმ ქასემმა.

„ჰეზბოლას” ლიდერის განცხადების პარალელურად, ირანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა რეზა თალაი-ნიკმა, ისრაელი და აშშ კიდევ ერთხელ გააფრთხილა. მისი თქმით, ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვება პასუხი, რომელიც იქნება „უფრო მტკივნეული და გადამწყვეტი, ვიდრე წარსულში“. რეგიონში ვითარება სხვა მიმართულებებითაც იძაბება:

ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული იემენელი ჰუსიტები საუბრობენ, რომ მზად არიან წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა განაახლონ.

„ჰეზბოლას“ ერაყის დაჯგუფება კი პირდაპირ დაემუქრა და აღნიშნა, რომ ირანზე ნებისმიერი თავდასხმა რეგიონში „ტოტალურ ომს“ გამოიწვევს.

დასავლური და ცალკეული არაბული ქვეყნები კი თანხმდებიან, რომ ირანის საკითხი უნდა გადაწყდეს და თან, რაც შეიძლება სწრაფად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend