მთავარიმსოფლიოავსტრალიაავსტრალიას მასშტაბური სითბური ტალღა დაატყდა თავს

ავსტრალიას მასშტაბური სითბური ტალღა დაატყდა თავს

გასული დღეების განმავლობაში ავსტრალიას მასშტაბური სითბური ტალღა დაატყდა თავს. 27 იანვარს ვიქტორიის შტატის სანაპიროს მოშორებით მდებარე ნაწილებში ტემპერატურამ 48.9 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა ხელისუფლების ცნობით, სამ ადგილას მძვინვარებს ტყის ხანძარი, რომლის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

არასახარბიელო მდგომარეობაა ასევე ვიქტორიის უდიდეს ქალაქ მელბურნში. 26 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობის ჩოგბურთის მატჩებს 50 000 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა 27 იანვარს მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი სიცხის გამო ვიზიტორთა რაოდენობა 21 000-მდე შემცირდა.

„მომარაგებული გვაქვს მზისგან დამცავი კრემი, ქუდები, წყლის ბოთლები. ჰიდრატაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. აქ ბევრი პუნქტია, სადაც შეგიძლიათ წყლის ავსება. მთავარია, შესაბამისი ჭურჭელი გქონდეთ თან“, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ძლიერი სიცხის გამო ჩოგბურთის ტურნირის ორგანიზატორებს  რამდენიმე მატჩის გადადება მოუწიათ. ოთხშაბათს, 27 იანვარს, რეგიონში ტემპერატურამ  მცირედით  იკლო, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი სიცხე კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend