აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-მ ვენესუელაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან უკვე გაიყვანეს.
შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2 საათზე, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში სულ მცირე შვიდჯერ გაისმა აფეთქების ხმა. ქვეყნის ცაზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავები გამოჩნდნენ.
ვენესუელის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის რამდენიმე შტატში, მათ შორის კარაკასში, მირანდაში, არაგუასა და ლა-გუაირაში, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე მიიტანა იერიში.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება იყო კარაკასში რამდენიმე სამხედრო ობიექტთან, მათ შორის სამხედრო აეროდრომ ლა კარლოტასთან და ფუერტე ტიუნასთან — ქვეყნის მთავარ სამხედრო ბაზასთან.
ვენესუელის ხელისუფლება ავრცელებს განცხადებას, რომ ის გმობს და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამხელს შეერთებული შტატების ამჟამინდელი მთავრობის მიერ ვენესუელის ტერიტორიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ უკიდურესად მძიმე სამხედრო აგრესიას.
Videos showed explosions in Venezuela’s capital Caracas and the coastal city of Higuerote in the early hours of Saturday.https://t.co/kBmFFSazPj pic.twitter.com/R99ySYObTz
— euronews (@euronews) January 3, 2026


