მთავარისაქართველოEuronews-ის გაფართოების სამიტი

Euronews-ის გაფართოების სამიტი

ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისთვის ემზადება. წლიური შეფასება 4 ნოემბერს გამოქვეყნდება და მასში ასახული იქნება კანდიდატი ქვეყნების პროგრესი ევროკავშირის გზაზე. წელს დოკუმენტი მოიცავს ე.წ. „გაფართოების წინასწარი პოლიტიკის მიმოხილვასაც”, რომელიც შეეხება იმ რეფორმებს, რომლებიც თავად ბლოკის წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ახალი წევრების მიღებამდე.

ამჟამად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 9 ქვეყანას აქვს შეტანილი, მათგან 7-ს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.

თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობებში არსებული კრიზისის ფონზე, საქართველოსთან დაკავშირებული გაფართოების პროცესი არაფორმალურად შეჩერებულია. Euronews-ის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ ევროკომისიის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის, მიერ მომზადებული ანგარიში „ძალიან მძიმე“ იქნება. დოკუმენტის მიხედვით, ბრიუსელი გააფრთხილებს საქართველოს მთავრობას, რომ არსებული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, რადიკალური ცვლილებების გარეშე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობა არ ექნება.

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და რეგიონში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინა და ბრიუსელის მიდგომა მნიშვნელოვნად უფრო ღია გახადა. ევრობარომეტრის ბოლო კვლევის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს უკვე მხარს უჭერს ბლოკის გაფართოებას.

Euronews-ისა და ევროკავშირის ისტორიაში პირველად, 4 ნოემბერს, Euronews ევროკავშირის გაფართოების სამიტს მასპინძლობს.

სამიტზე ბლოკისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები პირდაპირ ეთერში განიხილავენ ევროპული ინტეგრაციის მომავალს.

Euronews-ის სამიტი თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება და მას Euronews Georgia პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend