მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში სი ძინპინს შეხვდება

დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს. წინასწარი ცნობით, მ შეხვედრაზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე და რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტის შემცირებაზე იმსჯელებენ.

სი ძინპინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან ქალაქ გიეონგჯუში, სადაც ყოველწლიური აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი იმართება.

„ალბათ იცით, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხვალ აქ ჩამოდის და იმედი მაქვს, შეთანხმებას დავდებთ. ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ და ეს ორივესთვის კარგი იქნება. შეთანხმების დადება უკეთესია, ვიდრე პრობლემების ბრძოლით გადაჭრა. მთელი მსოფლიო გვიყურებს და მგონია, რომ ყველასთვის საინტერესო შეხვედრა გვექნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი უკვე სამხრეთ კორეაშია. იაპონიაში გაფორმებული „მომგებიანი“ სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელიც იაპონიისგან 490 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპი 29 ოქტომბერს უკვე სამხრეთ კორეის ლიდერს შეხვდება.

დიპლომატიური ვიზიტი სეულში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც იაპონიისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეასთან 350 მილიარდი დოლარის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება სულ უფრო არარეალური ჩანს. მთავარ პრობლემას სამხრეთ კორესითვის ლოგისტიკა წარმოადგენს.

ტრამპისა და სამხრეთ კორეის ლიდერის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობა ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხეს უქმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend