მთავარისაქართველოპარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომელთა თანახმადაც, მკაცრდება შეკრება-მანიფესტაციების სამართლებრივი ადმინისტრირება.

ჯარიმის ნაცვლად, გზის ხელოვნურად გადაკეტვა დაისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.

ასევე, ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება პირი, ვინც სახეს დაიფარავს, განზრახ შექმნის დაბრკოლებას ხალხის ან/და ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ასევე პირი, ვისაც აქციაზე თან ექნება ცრემლდენი ან მომწამვლელი ნივთიერება.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში, დამატებით განისაზღვრა არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის საკითხი.

თუკი არასრწულოვანი პირი დაარღვევს შეკრება-მანიფესტაციების წესებს, მას დაეკისრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ასევე 1 წლამდე ვადით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend