მთავარიევროპარუსეთი„უცხოურმა ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ალექსეი მოკლეს" - იულია ნავალნაია

„უცხოურმა ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ალექსეი მოკლეს” – იულია ნავალნაია

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მისი ქმრისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებზე ჩატარებულმა უცხოურმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მოწამლეს.

47 წლის რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოულოდნელად გარდაიცვალა 2024 წლის 16 თებერვალს, რუსეთის არქტიკულ წრეში მდებარე ციხეში.

იულიამ არაერთხელ დაადანაშაულა კრემლი მის მკვლელობაში, რასაც მოსკოვი აბსურდად მიიჩნევს.

მან X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ნავალნის ბიოლოგიური მასალა 2024 წელს საზღვარგარეთ ფარულად გაიტანეს და ის ორმა ლაბორატორიამ შეისწავლა.

„ეს ლაბორატორიები ორ სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: ალექსეი მოკლეს. უფრო კონკრეტულად, ის მოწამლეს“, – თქვა ნავალნაიამ.

იულია ნავალნაია ითხოვს, რომ ლაბორატორიებმა გამოაქვეყნონ დასკვნები. მან არ დააკონკრეტა, თუ რა შხამი აღმოაჩინეს ლაბორატორიებმა ალექსეის ორგანიზმში.

გასულ წელს ნავალნაიამ უარყო რუსი გამომძიებლების ინფორმაცია, რომ ნავალნი „დაავადებების ერთობლიობით“ გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend