და განა მხოლოდ მუსიკა ისმის, წინანდლის ფესტივალზე… ამჯერად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეხილათ მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფის, რეზა დეგატის, ნამუშევრები.
თავად ავტორმა საკუთარ გამოცდილებასა და ფოტოებზე ილაპარაკა, ასევე თავისი შთაგონების მთავარ წყაროზე – ადამიანზე.
საღამოს კი, მსმენელის წინაშე, ახალგაზრდა ვარსკვლავი, კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე წარდგა, ეს იყო ბეთჰოვენისა და ბრამსის ვირტუოზული შესრულება, დარბაზი კი აღფრთოვანებით უკრავდა ტაშს შესანიშნავ მუსიკოსს.