წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.
ფესტივალის მეცხრე საღამოს ამფითეატრის სცენაზე ვირტუოზი მუსიკოსები – მარკ ბუშკოვი, ჯინგ ჟაო და ბეჰზოდ აბდურაიმოვი ავიდნენ. მათ პეტრე ჩაიკოვსკისა და ანტონინ დვორჟაკის მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.
იმავე საღამოს გაიმართა კონცერტი „ადამიანის ხმა”, რომელზეც მსმენელის წინაშე არაჩვეულებრივი მუსიკოსები გიორგი გიგაშვილი და კატო კვარაცხელია ერთობლივი კონცერტით წარდგნენ.