შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. ოფიციალურ ტექსტში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, „ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს“.
საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმასაც სწერს, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დღეს ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს მმართველი გუნდი წლებით ადრე საუბრობდა.
„იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სტეიტი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს“ – ნათქვამია ტექსტშიი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.
ღია წერილში ასევე საუბარია აშშ-ის მჭიდრო უერთიერთობებზე საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. თუმცა მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოზე.
„ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება“ – წერს საქართველსო პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს.
ოფიციალურ მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“.
„ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სტეიტთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს“ – სწერს მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს.