მთავარიაზიაინდონეზიაინდონეზიაში სამგზავრო ბორანზე გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა - გადაარჩინეს 568

ინდონეზიაში სამგზავრო ბორანზე გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა – გადაარჩინეს 568

20 ივლისს ინდონეზიაში, სულავესის კუნძულთან სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად, ოფიციალური პირების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.

თუმცა ეროვნულმა სამძებრო და სამაშველო სააგენტომ 21 ივლისს განახლებული ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ორი მგზავრი, რომლებიც თავდაპირველად გარდაცვლილად გამოაცხადეს, საავადმყოფოში ექიმებმა გადაარჩინეს. მათ შორისაა ორი თვის ჩვილი, რომელსაც ფილტვები ზღვის წყლით ჰქონდა სავსე.

ეროვნულმა სამაშველო სააგენტომ შესაბამისი ოპერაციის შედეგად 568 მგზავრი გადაარჩინა. თუმცა როგორც ირკვევა, ბორანზე არსებულ მგზავრთა სიაში თავდაპირველად მხოლოდ 280 ადამიანი და ეკიპაჟის 15 წევრი იყო მითითებული.

ინდონეზიის პროვინციის, მანადოს საზღვაო ბაზის უფროსის, ადმირალი ფრანკი პასუნა სიჰომბინგის თქმით, სამძებრო და სამაშველო ოპერაციებში ექვსი გემი და რამდენიმე გასაბერი ნავი იყო ჩართული. დახმარება მაშველებს ადგილობრივმა მეთევზეებმაც გაუწიეს. გადარჩენილები ახლომდებარე კუნძულებზე გაანაწილეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ინდონეზიის მთავრობა ბორნის უკანა ნაწილში გაჩენილი ხანძრის მიზეზად უსაფრთხოების ზომების ცუდად დაცვას ასახელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend