მთავარიამერიკააშშტრამპმა და პუტინმა ისევ ისაუბრეს

ტრამპმა და პუტინმა ისევ ისაუბრეს

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ის თითქმის 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები. მან დასძინა ისიც, რომ რუსეთი კონფლიქტის გამომწვევი საკითხების გადაჭრის გზიდან არ გადაუხვევს.

დონალდ ტრამპმა კი კვლავ დააყენა საკითხი უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეჩერების აუცილებლობაზე.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის თქმით, საუბარი კონკრეტულ საკითხებს შეეხო და ხაზი გაესვა იმასაც, რომ სტამბოლში მოლაპარაკებები ორმხრივი უნდა დარჩეს. ამასთან მესამე რაუნდის თარიღი არ დასახელებულა. მხარეები არ შეხებიან არც ბოლო სიახლეს, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა უკრაინას რამდენიმე სახის შეიარაღების მიწოდება შეუჩერა.

განხილვის საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, საუბარი შედგა ირანის ირგვლივ.

კრემლის ცნობით, საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მიულოცა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეც, რომელსაც ქვეყანა 4 ივლისს აღნიშნავს.

დონალდ ტრამპი საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გეგმავს, იგი ხვალ, 4 ივლისს, არის ჩანიშნული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend