მთავარიევროპასომხეთისაგამოძიებო მოქმედებები სომხეთის პატრიარქის რეზიდენციაში

საგამოძიებო მოქმედებები სომხეთის პატრიარქის რეზიდენციაში

სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ მეორის რეზიდენციაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

ასევე, საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს გიუმრიში – ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს შირაქის ეპარქიას, რომლის წინამძღვრის, მიქაელ აჯაფაქიანის წინააღმდეგ საქმე „კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად დამხობის“ მუხლითაა აღძრული.

ადგილზე დილიდან შეიკრიბა მისი მრევლი, ასევე სასულიერო პირები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებენ.

26 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუკზე“ სომხეთის პატრიარქზე დაწერა, რომ მან „დედა ეკლესია შებილწა“ და ამის გამო ის უნდა დატოვოს. ქვეყნის მთავრობის მეთაურის თქმით, თუკი გარეგინ მეორე ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებდა, „სომხური სამოციქულო ეკლესიის მორწმუნე მრევლი გაიყვანს მას, ქრისტიანული წესით“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend