მთავარისაქართველოსაქართველოდან უცხო ქვეყნის 7 მოქალაქეს გააძევებენ

საქართველოდან უცხო ქვეყნის 7 მოქალაქეს გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. ამჟამად ეს პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას რეგულარულად განახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“,– ნათქვამია ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend