მთავარისაქართველო„რუსული კანონები ამოქმედდა“ - არასამთავრობოები

„რუსული კანონები ამოქმედდა“ – არასამთავრობოები

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ, სასამართლოს გზით დაიწყო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოთხოვნა. მათივე თქმით, ამ მოთხოვნას კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ის საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოითხოვს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლთა, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. კერძოდ, ყველა იმ პირის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ“ – ნათქვამია 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში მედიას უფლებადამცველმა, ქეთი ხუციშვილმა გააცნო.

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ასევე ცნობილი როგორც ე.წ. ქართული FARA „ქართულმა ოცნებამ“ 1-ელ აპრილს მიიღო. ახალი კანონი ძალაში 31 მაისს შევიდა. მმართველი პარტია მას ამერიკაში მოქმედი „აგენტების“ კანონის „ქართულენოვან თარგმანს“ უწოდებს. დასავლელი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ის „რეპრესიულია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend