მთავარისაქართველო“ბრიტანეთის საელჩოსგან იყო ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში” - ირაკლი კობახიძე

“ბრიტანეთის საელჩოსგან იყო ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს კონკრეტულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს და თუ ამას შეწყვეტს, თანამშრომლობა გამოსწორდება.

„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ბოლო პერიოდში იყო იმის მცდელობაც, რომ რამდენიმე  ორგანიზაცია დაფინანსებულიყო, ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იგივე „ტაბულა“, იგივე „მომავლის აკადემია“, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება არჩევნებზე დაკვირვებას, პრემიერის თქმით ეუთო/ოდირის დამკვირვებლების მოწვევა აქამდე მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დროს ხდებოდა.

„ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,“- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ეს კომენტარი, დიდი ბრიტანეთის საელჩოს საპასუხოდ გააკეთა. მანამდე, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, არჩევნებზე დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის სპეციალისტები მოიწვიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend