მთავარისაქართველოსასამართლო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებს განიხილავს

სასამართლო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

9 ივნისის სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ამასთან, პროცესზე გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მამუკა ხაზარაძე სასამართლოში ჩვენებას.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით.

პროცესის დაწყებამდე კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „სასამართლოს ნდობა არ აქვს და არც რაიმე მოლოდინი აქვს“.

„ამ სახელმწიფოში ჩანერგილია წინა ხელისუფლების პროკურატურა, მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იგივე დანაშაულს სჩადიოდნენ, რასაც სჩადიან ახლა – ეს არის ერთი კასტა!“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend