ისრაელს კვლავ მიაქვს იერიში ღაზის სექტორზე, ქალაქ ხან-იუნისში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ხალხი პანიკაში ჩაცვივდა და შემთხვევის ადგილიდან გარბოდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.
როგორც ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირები და თვითმხილველები ამბობენ, ხალხი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ისინი საკვების მისაღებად მიდიოდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების ექიმის, რაულ ინჰერიტსის, თქმით, ბევრია დაშავებული.
Saadia, 48, is living with a life-threatening heart condition. She urgently needs a valve replacement surgery — a procedure unavailable in #Gaza.
She has been waiting for medical evacuation since October 2024.
Medical evacuations from Gaza remain extremely limited, leaving… pic.twitter.com/8XsoRNEm0n
— WHO in occupied Palestinian territory (@WHOoPt) May 30, 2025
პატარა ბავშვს, შვიდი წლისას, კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. ერთი გოგონა, ცხრა წლის, გარდაცვლილია, მეორესაც, 19 წლისას, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი თავის ტვინის ტრავმა, მძიმე ჭრილობები აქვს. კიდურებიც აღარ აქვს. ისრაელი არავის ინდობს. პალესტინელებმა აღარ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ სიტუაციას.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ისრაელის ძალები იქ შეკრებილ ხალხს თითქმის ერთი კილომეტრის მანძილიდან ესროდნენ. ისინი საკვების მისაღებად დახმარების იმ ცენტრთან მიდიოდნენ, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერილი ფონდი მართავს.
გაეროს სააგენტოები და დახმარების ორგანიზაციები უარს აცხადებენ ისრაელის ახალ სისტემასთან მუშაობაზე. მათი თქმით, ის არღვევს ჰუმანიტარულ პრინციპებს, რადგან საშუალებას აძლევს ისრაელს, გააკონტროლოს, ვინ იღებს დახმარებას და ასევე აიძულებს ხალხს, გადაადგილდეს განაწილების ცენტრებში.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო კამპანიას 54 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.
ისრაელის შეტევებმა გაანადგურა ტერიტორიის უმეტესი ნაწილი. მოსახლეობის დაახლოებით 90% იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. პალესტინელები ახლა თითქმის მთლიანად დამოკიდებული არიან საერთაშორისო დახმარებაზე.