აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა მიიღო.
ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტები ჟურნალისტებს ესაუბრებოდნენ, როცა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ რამაფოსაზე ზეწოლა მოეხდინა და სამხრეთ აფრიკა დაადანაშაულა თეთრკანიანი ფერმერების სისტემურ მკვლელობებზე პასუხის გაცემის უუნარობაში.
ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა ასევე წარმოადგინა სტატიები საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად იმის თაობაზე, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრკანიანებს საფრთხე ემუქრებათ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს რიტორიკა არ ასახავს ქვეყნის მთავრობის პოზიციას.