პარიზში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავი აღნიშნეს.
ოფიციალურ ცერემონიას უძღვებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც გვირგვინით შეამკო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის, შარლ დე გოლის ქანდაკება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ახალგაზრდები ნელ-ნელა ომის გაკვეთილებს ივიწყებენ.
80 წლის შემდეგ იმ ადამიანთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია ცოცხალი, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ომის საშინელება და რომელთაც შეუძლიათ ამ ისტორიის გახსენება.
Libération Nord-ის ასოციაციის პრეზიდენტი მარციანა მარცინოვკსი ცხრა წლის იყო, როდესაც პარიზი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ამ მოვლენებს ნელ-ნელა ივიწყებენ და აღარც სკოლებში ესაუბრებიან მოსწავლეებს.
ევროპის კონტინენტზე კი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე ბევრი ვეტერანისთვის თითქოს წარსული გაცოცხლდა.
80 წლის შემდეგ იმ ვეტერანების გზავნილი, რომლებსაც ახსოვთ ეს ყველაფერი, მკაფიოა: მშვიდობას მოპოვება სჭირდება!