მთავარიაზიაღაზაისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, პალესტინელებისთვის განკუთვნილი ექვსი სკოლა დახურა

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, პალესტინელებისთვის განკუთვნილი ექვსი სკოლა დახურა

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში დახურა პალესტინელი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ექვსი სკოლა.

ამ ნაბიჯს მიმდინარე წელს ისრაელის მიერ თავის ტერიტორიაზე გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მუშაობის აკრძალვას უკავშირებენ.

შაუფატის ვაჟთა სკოლის დირექტორის მოადგილეს, ფაჰედ ქატუსას, ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ შეიცვლება, რადგან ეს მისი შეფასებით, არასამართლიანია როგორც მათთვის, ისე მათი მოსწავლეებისთვისა და მშობლებისთვის.

ისრაელის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მოსწავლეებს იერუსალიმის სხვა სკოლებში გადაანაწილებენ, თუმცა  მშობლები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით მათ შვილებს განათლების მიღების უფლებას ართმევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend