ისრაელმა ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო რვა დაშავდა.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა იყო. მხარეები ერთმანეთს ნოემბერში შეერთებული შტატების მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ისრაელმა „ჰეზბოლა“ გადაჯგუფებასა და ინფრასტრუქტურის განახლებაში დაადანაშაულა, რაც არღვევს შეერთებული შტატების შუამავლობით, 2024 წლის ნოემბერში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ დაჯგუფება იქამდე გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე ისრაელი სამხრეთ ლიბანის ნაწილს არ დატოვებს.
ისრაელი კი ამჟამად კვლავ აკონტროლებს ლიბანის ტერიტორიაზე არსებულ ხუთ წერტილს, რომლებიც გასულ წელს სახმელეთო შემოჭრის შედეგად დაიკავეს.