მთავარიევროპაგერმანია„ბურთი მოსკოვის მოედანზეა” - ფრიდრიხ მერცი

„ბურთი მოსკოვის მოედანზეა” – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის ახალარჩეული კანცლერი ფრიდიხ მერცი ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ბრიუსელში იმყოფება.

მერცი უკვე შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს. ორივე მათგანმა ნატოს შტაბ-ბინაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ახლა დგას მომენტი, როდესაც გამოჩნდება, თუ რამდენად სურს რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობის მიღწევა. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის როლის მნიშვნელობას ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნა, რომ „აშშ ევროპის უსაფრთხოებისთვის შეუცვლელია დღეს და ასე იქნება გრძელვადიან პერსპექტივაშიც“.

„ბურთი ახლა მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის მოედანზეა. მხოლოდ იქ გადაწყდება, შესაძლებელი იქნება თუ არა ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მომდევნო კვირას. იქ გადაწყდება, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებების მომავალიც. ეს არის ერთგვარი გამოცდა რუსეთის პრეზიდენტისთვის იმის დასადგენად, რეალურად სურს თუ არა მას უკრაინაში მშვიდობის დამყარება. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის გარშემო კონსენსუსი არსებობს, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტთან. დღეს შეერთებული შტატების როლი შეუცვლელია ევროპის უსაფრთხოებისთვის და კიდევ დიდი ხანი ასე იქნება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთანაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend