მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის უმაღლესი რადას მხარდაჭერით, აშშ-თან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

უკრაინის უმაღლესი რადას მხარდაჭერით, აშშ-თან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი მინერალების და წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „აშშ-უკრაინის ორმხრივ შეთანხმებას რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის პირობების დადგენის შესახებ“ მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ხელშეკრულებას თავდაპირველად ხელი, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა 1-ელ მაისს ვაშინგტონში მოაწერეს.

პირობების თანახმად, უკრაინა ბუნებრივ რესურსებზე საკუთრების უფლებას ინარჩუნებს და თავად განსაზღვრავს, თუ სად და როგორ მოხდება იშვიათი მეტალების მოპოვება.

ამასთან, საკუთარი ბუნებრივი რესურსების მონეტიზაციის შედეგად – უკრაინა მიღებული შემოსავლების 50%-ს რეკონსტრუქციის ფონდში შეიტანს. სანაცვლოდ კი აშშ-ი იღებს ვალდებულებას – გააგრძელოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend