მთავარიევროპასლოვაკეთისლოვაკეთის პრემიერი რუსეთში გამგზავრების გზას ისევ ეძებს, ბალტიის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ

სლოვაკეთის პრემიერი რუსეთში გამგზავრების გზას ისევ ეძებს, ბალტიის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ

რობერტ ფიცო ამ დრომდე ვერ ახერხებს მოსკოვში გამგზავრებას. “როიტერის” ინფორმაციით, ლიეტუვის და სხვა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში გამგზავრების გზას ეძებს.

ფიცო, რომელიც კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დეკემბერში შეხვდა, ევროკავშირის ერთადერთი ლიდერია, რომელიც 9 მაისს მოსკოვში საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებას გეგმავს.

გავრცელებული ცნობებით, დაგეგმილი აღლუმზე, ფიცოს მსგავსად ორ ათეულზე მეტი უცხოელი მაღალჩინოსანი აპირებს დასწრებას, მათ შორისაა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც.

ამის ფონზე, ოთხშაბათს, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ფიცოსა და სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მოსკოვში მიმავალი რეისებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. რუსეთსა და ევროპას შორის, თვითმფრინავები ბოლო წლებში სწორედ ლიეტუვის საჰაერო სივრცეს იყენებდნენ.

მსგავსი განცხადება გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, ისინი არ დაუშვებენ მოსკოვში, აღლუმზე მიმავალი ფრენების საკუთარ  საჰაერო სივრცეში განხორციელებას.

კიდევ ერთი მარშრუტი, უკრაინის საჰაერო სივრცე, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, 2022 წლიდან მოყოლებული აღარ ფუნქციონირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend