მთავარისპორტისაქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით, 29:26 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის მეკარე, დავით ნიქაბაძე გახდა, მან არაერთი ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა.

„თბილისი არენაზე“ ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო.

მომდევნო თამაშს ტიტე კალანდაძის შეგირდები, 11 მაისს, ისლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend