მთავარიმსოფლიორომის პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევო გახდა

რომის პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევო გახდა

რომის 267-ე პაპის ვინაობა ცნობილია – კარდინალი რობერტ ფრანცის პრევო, 133 კარდინალისგან შემდგარი კოლეგიის სულ მცირე 2/3-მა, კათოლიკური ეკლესიის ახალ წინამძღოლად აირჩია.

მსოფლიოს ახალი პონტიფიკოსის არჩევა, კონკლავის მეორე დღეს, კენჭისყრის ოთხი რაუნდის შემდეგ – სიქსტის კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლის ამოსვლამ აუწყა.

ხოლო, კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ წარმოთქვა სიტყვები: „ჩვენ გვაყვს პაპი!“

ჩიკაგოში დაბადებული 69 წლის კარდინალი რობერტ ფრანცის პრევო, პაპობაში ლეონ XIV იქნება. იგი 2015-2023 წლებში, პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. პრევო ხელმძღვანელობდა ლათინური ამერიკის პონტიფიკალურ კომისიასაც. 2025 წლის თებერვალში კი პაპმა ფრანცისკემ იგი კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა.

კათოლიკური ეკლესიის 2 000-წლიან ისტორიაში პირველმა ამერიკელმა რომის პაპმა, ლეონ XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა:

„მშვიდობა თქვენდა ყველას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს პირველი მისალმებაა – კეთილი მწყემსის, რომელმაც სიცოცხლე ღვთის სამწყსოს შესწირა. მეც მსურს, რომ ამ მისალმებამ შემოაღწიოს თქვენს გულებსა და თქვენს ოჯახებში. მშვიდობა თქვენ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend