მთავარისაქართველო„ნატო საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

„ნატო საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ნატო საქართველოს სწავლება 2025 დასრულდა. რიგით მეოთხე  სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობდა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატოს მიერ შედგენილი სცენარით, შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ჩატარდა.

მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობდა.სწავლებაში ჩაერთო ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი.

„ჩვენ მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის შევაფასეთ. შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ქვედანაყოფმა შესანიშნავად შეასრულა ყველა დავალება და ნატოს ოპერაციებში ჩართვისთვის მზად არის“, – ამბობს J-7 დეპარტამენტის მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ესპენ იარგრენი – ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend