არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კორუფციის რუკა შექმნა, რომელშიც დატანილია ინფორმაცია კორუფციის შემთხვევებისა და ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული აქტივების შესახებ.
რუკა აჩვენებს, რომ ელიტური კორუფცია გეოგრაფიულად მთელ ქვეყანას მოიცავს და მას სისტემური ხასიათი აქვს.
ორგანიზაციამ გამოავლინა, რომ თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სამი მილიარდ 280 მილიონზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წევრები აცხადებენ, რომ ელიტური კორუფციის სისტემურობასა და მასშტაბზე მეტყველებს საჯაროდ გავრცელებული კორუფციული სკანდალების რაოდენობაც. მათი თქმით, მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ელიტური კორუფციის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამბობენ, რომ კორუფციის გახმაურებულ შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მათ არაერთხელ მიმართეს საგამოძიებო უწყებებს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.