მთავარისაქართველო„MEGOBARI აქტი“ და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში...

„MEGOBARI აქტი“ და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ”, – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „MEGOBARI აქტი” იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო მეგობარ ქვეყნებს შორდება.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას ძალიან ცოტა დრო დარჩა ამ ჩიხიდან გამოსასვლელად და სწორედ ამიტომ არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს.

„ეს მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი 6 თვეა, გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია, მაგრამ „MEGOBARI აქტი“ და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ.

ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია უკვე მოქმედებს, იმიტომ, რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე, ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს ქვეყნისთვის კრიზისია.

ეს ქვეყანა დღეს გაყინულია. ამის მაჩვენებელია „MEGOBARI აქტი“. ასევე, მაჩვენებელია იმის, თუ დღევანდელი „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი რას უკეთებენ ქვეყანას, უკვე ყველამ დაინახა და ეს ასე ვერ გაგრძელდება”, -ამბობს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend