მთავარიკულტურალონდონში სერ დევიდ ეტენბოროს ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა

ლონდონში სერ დევიდ ეტენბოროს ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა

ლონდონში სერ დევიდ ეტენბოროს ახალი ფილმის, „ოკეანის“, პრემიერა გაიმართა.

ბრიტანელი დოკუმენტალისტის დევიდ ეტენბოროს განცხადებით, ეს მის ხანგრძლივ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია. მისი თქმით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ოკეანეები ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ოკეანეების მძიმე მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს, მას ოპტიმისტური გზავნილი აქვს. ეტენბოროს თქმით, ოკეანეს ბევრად უფრო ჩქარა შეუძლია ძველი მდგომარეობა აღიდგინოს, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოედგინათ.

თუმცა დევიდ ეტენბორო, რომელიც ფილმის პრემიიდან 2 დღეში 99 წლის გახდება, ამბობს, რომ ის იმდენ ხანს ვერ იცოცხლებს, ამ დადებით ცვლილებებს მოესწროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend