კომპიუტერული თამაშის GTA 6-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა. ტრეილერი თამაშის გმირების, ჯეისონ დუვალისა და ლუცია კამონოსის, სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
ეს თამაში კომპანია ROCKSTAR GAMES-ის პოპულარული თამაშის მეექვსე ნაწილია, რომელიც ოფიციალურად 2026 წლის მაისში გამოვა.
სერიის წინა ნაწილი, GTA 5, 2013 წელს გამოვიდა და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაშია. 2023 წლის მონაცემებით, მან კომპანია ROCKSTAR GAMES-ს 8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.
GTA 6 Playstation 5-ისა და X box-ის ბოლო ვერსიებზე იქნება ხელმისაწვდომი.