მთავარიმსოფლიოინდოეთსა და პაკისტანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო

ინდოეთსა და პაკისტანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო

ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ „იწყებს ოპერაცია „სინდურს” პაკისტანელი ტერორისტების წინააღმდეგ”.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაკისტანი გეგმავდა ინდოეთზე ტერორისტულ თავდასხმებს.

წინასწარი ინფორმაციით, ინდოეთის არმიამ პაკისტანის ტერიტორიაზე ცხრა სამიზნეს დაარტყა ქაშმირისა და პენჯაბის პროვინციებში.

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ინდოელთა სარაკეტო შეტევას მათ საპასუხო დარტყმებით უპასუხეს.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა დაგმო ინდოეთის მხრიდან დაწყებული ოპერაცია და „სამომავლოდ უფრო ძლიერი საპასუხო დარტყმის” პირობა დადო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend