გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
პარიზში, ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან. ამასთან, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს გააგრძელებს.
მისივე თქმით, საფრანგეთი და გერმანია პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი. როგორც ის ამბობს, მხოლოდ ამ გზით შეიძლება თანდათანობით აღმოიფხვრას მათი ერთობლივი შესაძლებლობების ნაკლოვანებები და დაუჭირონ მხარი უკრაინას.
დღეს საღამოს ფრიდრიხ მერცი საფრანგეთიდან პოლონეთში გაემგზავრება და პრემიერმინისტრს დონალდ ტუსკთან ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ისაუბრებს. გარდა ამისა, მერცმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება უკრაინაში ვიზიტიც.